ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა

უკრაინელების მიერ დაპატიმრებულმა რუსმა სამხედროებმა, ოლექსანდრ ივანოვმა და ოლექსანდრ ბობიკინმა პოლტავას ოლქში გამართულ სასამართლო სხდომაზე უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარეს. მათ წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით წარმოებული ომის კანონებისა და წესების დარღვევა ედებათ ბრალად.

კონკრეტულად, ჯარისკაცებს ბრალად ედებათ 24 თებერვალს რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან უკრაინაში, ხარკოვის ოლქის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების სროლა. საქმის მასალების მიხედვით, სამხედროებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, მათ შორის კერძო სახლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს. ისინი უკრაინელებმა ცარკოვის ოლქში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშინიკოლაევში რუსებმა წინსვლა სცადეს, მაგრამ მათი შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინული მხარე
შემდეგი სტატიაარ არის პათეთიკის და ურთიერთშეგონების დრო, ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა – ვაშაძე