ნიკოლაევში რუსებმა წინსვლა სცადეს, მაგრამ მათი შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინული მხარე

ნიკოლაევის ოლქში რუსული ჯარები უკრაინელი სამხედროების პოზიციების გვერდის ავლით და ოლქის ცენტრისკენ წინსვლას ცდილობდნენ, – ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება.

რუსების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ნიკოლაივისკენ წინსვლის უმცირესი შესაძლებლობის ძებნისას, მტერი ცდილობდა, რომ ცოცხალი ძალით, ტანკებითა და ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ჩვენი პოზიციების გვერდის ავლით, უკან დაეხია ჩვენი თავდაცვითი ხაზები. თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწეს.

ნიკოლაევის რაიონში კუცურუბის თემში დაზიანებულია სოციალური და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის 4 ობიექტი. დაშავდა ერთი ადამიანი. სოფელ პერვომაისკეში ერთი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა სტატიაშიიგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა