ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით

“ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით” – ინაშვილი მმართველ გუნდს და ოპოზიციას მიმართავს. განცხადება ინაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ინაშვილმა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დავით გარეჯის პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ უფლება ამ საკითხში გარეშე ძალის ჩართულობასა და ინტერესებზე ისაუბროს.

„ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯში ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე. ასე დადუმებული რომ სხედხართ “ქართული ოცნების” დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი,“-ამბობს ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს საქართველოს ინტერესების დაცვა არ შეუძლია.

„უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში, ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ,“-მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმეგი გოცირიძეს საჩხერეში სტაფილოს და თაიგულის ტარება აუკრძალეს
შემდეგი სტატიახატია მოისწრაფიშვილმა საზოგადოებას დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეახსენა