ორი მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციამ დაჭრილების მეგობარი დაკითხა

2 მოზარდის დაჭრის საქმეზე, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო. სავარაუდოდ სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. არასრულწლოვანის დაკითხვაზე დასწრება სურდა მის ადვოკატს, თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა დროულად არ მისცეს.
„რა უნდა იფიქრო თუ არა ზეწოლა, თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როდესაც არასრულწლოვან, დაკავებულ პიროვნებას არ ახვედრებენ ადვოკატს,“-განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ, რომელსაც დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.
დაჭრილი მოზარდები კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ, თუმცა მათ სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი სტაციონარში თავად მივიდა.
ორი მოზარდიდან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითორნიკე აბულაძე – „ვარკეთილში“ მომხდარს დადებითადაც უნდა შევხედოთ”
შემდეგი სტატიასააკაშვილის საქმე – კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მსჯელობას განაახლებს