ორდღიანი გამყარების შემდეგ, ლარი მცირედით გაუფასურდა

ორდღიანი გამყარების შემდეგ, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4546 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4462 ლარი იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ფასი 2.7236 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7031 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშინიუ იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაობამამ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურ შეხვედრაზე მიიწვია