ორბანმა ნიდერლანდებს კანონის გაკრიტიკების გამო კოლონიალიზმი შეხსენა

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების მიერ ლგბტ-თემზე ახალი კანონის გაკრიტიკება საკითხისადმი კოლონიალური მიდგომაა.

“ეს კოლონიალური მიდგომაა” – ვიქტორ ორბანმა პარასკევს რადიო-ეთერში გთქვა. “ისინი უბრალოდ არ ფიქრობენ იმაზე, რისი თქმა შეუძლიათ და რისი არა, როცა საქმე ეხება სხვა ქვეყანის კანონებს და სხვა ერს” – დაამატა მან.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთი გააკრიტიკეს კანონის გამო, რომელიც უნგრულ სკოლებში ლგბტ-თემისა და სქესის შეცვლის შესახებ საუბარს კრძალავს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ კანონის კომენტირებისას თქვა, რომ უნგრეთი ამ კანონის გამო ევროკავშირიდან უნდა გაირიცხოს.

ორბანი, რომელსაც მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ელოდება, რადიკალურად უდგება სოციალურ პოლიტიკას და უნგრეთის ქრისტიანულ ღირებულებებს დასავლური ლიბერალიზმისგან იცავს.

უნგრეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონი მომდევნო კვირას შედის ძალაში.

ევროკავშირი ორბანისგან კანონის შეცვლას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ელექტრომობილების შეძენის სუბსიდირების პროგრამა იწყება
შემდეგი სტატიახაზარაძე “ფულის გათეთრების” საქმეზე- “შეშინებული კლანის მოქმედება”