პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის სუბსიდირების პროგრამა იწყება

Rzeszów, 07.02.2019. Stacja ³adowania samochodów elektrycznych w Rzeszowie, 7 bm. (dd/doro) PAP/Darek Delmanowicz

პოლონეთში 12 ივლისიდან მოქმედებას იწყებს სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი, ვინც ელექტრომობილების შეძენას აპირებს – pap.pl წერს.

პროგრამა შეეხებათ ელექტრომობილებს “ნულოვანი ემისიით”, კერძოდ, ელექტრომობილებს და წყალბადზე მომუშავე მანქანებს. როგორც კლიმატის საკითხებზე მინისტრის მოადგილემ ირენეუშ ზისკამ განაცხადა, ფიზიკურ პირებზე პროგრამით 18 750 ზლოტია (დაახლოებით 15 ათასი ლარი) გამოყოფილი, “დიდი ოჯახის ბარათის” მფლობელებზე კი – 27 000 ზლოტი.
სუბსიდირება შეეხებათ, ასევე, იურიდიულ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 12 ივლისიდან.

პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ზლოტია და ის 2025 წლამდე ან ბიუჯეტის ამოწურვამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაორბანმა ნიდერლანდებს კანონის გაკრიტიკების გამო კოლონიალიზმი შეხსენა