ორბანი – ევროპა ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამხედრო გამარჯვებისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა უდავოა, მაგრამ ევროპელებს დიპლომატიურ დონეზე მეტი უნდა გაეკეთებინათ უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად.

ვიქტორ ორბანის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის გონივრული დისკუსია აღარ მიმდინარეობს.

„ევროპაში ხალხი არ არის კმაყოფილი იმით, რომ მათ მთავრობებს სურთ მეტი ფინანსური დახმარება გაუწიონ უკრაინას. ევროპა ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამხედრო გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გასათვალისწინებელია უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც რუსეთის უშუალო მეზბლის და დასძინა, რომ უკრაინისათვის ყველაზე იდეალური იქნება ბუფერული ზონის არსებობა უსაფრთხოების გარანტიებით, რადგან თუ ეს არ მოხდება, მაშინ ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინელებმა შეიძლება დაკარგონ თავიანთი ქვეყანა. მისი თქმით, რუსები არასდროს მიიღებენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

banner
წინა სტატიაშინატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი – ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს
შემდეგი სტატიაოლექსი დანილოვი მოლდოვაში ელჩად დაინიშნება