ოლექსი დანილოვი მოლდოვაში ელჩად დაინიშნება

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

26 მარტს ელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი. ზელენსკიმ დანილოვის შემცვლელად ალექსანდრე ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც აქამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიური მიმართულებით და უფრო კონკრეტულად, მე შევთანხმდი მის კანდიდატურაზე, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ახალი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიორბანი – ევროპა ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამხედრო გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიამოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითიზე“ თავდასხმის საქმეში მეცხრე ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა