ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი – ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს

Den Haag, 30 Januari 2017 .Portret P-CDS Rob Bauer...

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.

„არ მგონია, რომ პირდაპირი საფრთხე იყოს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს მიღმაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ალიანსი მთლიანობაში უფრო მომზადებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ალიანსი შეთანხმდა, რომ რუსეთი საფრთხედ უნდა განიხილებოდეს და შესაბამისად, ალიანსმა შეცვალა სამხედრო გეგმები, გადაიტანა ყურადღება კოლექტიურ თავდაცვაზე.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილი – ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ
შემდეგი სტატიაორბანი – ევროპა ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამხედრო გამარჯვებისთვის