„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”-ამერიკიდან მოწვეული ექიმი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია“,- ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა, ზურაბ გურულმა შეაფასა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ. გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა. ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს“,- განაცხადა ზურაბ გურულმა.

banner
წინა სტატიაშიგორში მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა
შემდეგი სტატიასაქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა თანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმა გააფორმეს