გორში მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა

გორში 10 წლის გოგონას „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი გამოკითვის შედეგებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატია„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”-ამერიკიდან მოწვეული ექიმი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე