ოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.

ოპოზიციის წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. ოპოზიციამ ამ მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა და 250 მოქალაქის ხელმოწერა პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცვლილებები განიხილოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

banner
წინა სტატიაშიგადააყენებს თუ არა ეროვნული ბანკი ირაკლი რუხაძეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან?
შემდეგი სტატიაბერძნულ სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა