ბერძნულ სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა

საქართველოში მოქმედ ბერძნულ სამედიცინო ფონდ „ჰიპოკრატეს“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ის, თავდაპირველად 1997 წელს, როგორც სამედიცინო ფონდი დაარსდა, მოგვიანებით, კი რამდენიმე კლინიკას შექმნა. „ჰიპოკრატემ“ 2004-2014 წლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მიიღო, ასევე, ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთები, წამლები და სამედიცინო მასალები, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა საავადმყოფოებში, მაღალმთიან რეგიონებში, სახელმწიფო ბაღებში, ბავშვთა სახლებში და სხვაგან ანაწილებდა – ზუსტად აქედან იწყება მისი ინტენსიური აქტიურობა. როგორც ფონდის მიერ ოფიციალურად გავრცელებული რელიზიდან ჩანს, სულ „ჰიპოკრატემ“ 11 მილიონი დოლარის ღირებულების მასალები გაანაწილა. გარდა ამისა, ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო და სოციალურ პროექტებს ანხორციელებდა.

ფონდის კლინიკებში ინტენსიურად მუშაობდნენ მობილური ჯგუფები, რომლებიც თვეში დაახლოებით 24 გასვლას აწყობდნენ და ატარებდნენ სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებს, ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციებს და სხვა.

ფონდის კლინიკებში წარმატებული ექიმები მუშაობენ, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს სტაჟირებები და ტრენინგები, გარდა ამისა, „ჰიპოკრატე“ ინტენსიურად იწვევს უცხოელ ექიმებს სხვადასხვა ტიპის ოპერაციების ჩასატარებლად.
ფონდი, მიმდინარე ეტაპზე სამედიცინო და ჰუმანიტარულ საქმიანობას აგრძელებს, თანამშრომლობს თბილისის მერიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მონაწილეობას იღებს საყოველთაო ჯანდაცვისა და სკრინინგის პროგრამაში, თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო კლინიკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან. აქვს უამრავი საინტერესო გეგმა და იდეა, რომელსაც, იმედია, ისეთივე წარმატებით განახორციელებს, როგორც მანამდე, თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად.

 

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
შემდეგი სტატია“ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები”- რატიანი