ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2019 09:45

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

„დღეს ჩვენ, სრულიად ოპოზიციურ სპექტრს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აბსოლუტურად ყველა ელჩთან, ვინც საქართველოშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ წერილი გავამზადეთ და მივმართავთ ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებს, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მეთაურს, ასევე ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს ხელმძღვანელ ორგანოებს, რათა მიაქციონ ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებას. რომ შევაჯამოთ საბოლოოდ, მოქმედება – საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე აუცილებლად მოვა სისრულეში. ყველა მოთხოვნა, რომლებიც ჩვენ მიერ არის დაყენებული, უნდა შესრულდეს, რათა საქართველომ გააგრძელოს განვითარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიანად მოქმედებენ და იმედი აქვს, პოლიცია ძალას არ გამოიყენებს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა ინსტიტუციის განცხადებამ, იყო ეს სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო დიპლომატიური საზოგადოება და რაც მთავარია, საზოგადოების მოქმედებამ გუშინდელ დღეს, არანაირი საფუძველი არ დაუტოვა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ აგრესიული ქმედება განეხორციელებინა დემონსტრანტებთან მიმართებით. ჩვენ მშვიდად ვმოქმედებთ, ერთი ექსცესიც კი არ ყოფილა ღამის განმავლობაში. იმედი მაქვს, რაციონალური აზრი არის ხელისუფლებაში და პოლიციაზე არ გასცემენ ბრძანებას და არ დააპირისპირებენ ხალხთან. პოლიციაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს და მათაც მივმართავ, უკანონო ბრძანების შესრულება არ არის თქვენი ვალდებულება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2019 09:45

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics