ოპოზიციის ლიდერი ვენესუელაში: არმიამ უნდა აირჩიოს ვის მხარეზეა

მას შემდეგ, რაც ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა ჯარს მოუწოდა გადაწყვეტილება მიიღონ, ვის დაუჭერენ მხარს – კონსტიტუციას თუ პრეზიდენტ მადუროს.
პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო 60 დღის ვადით და ჯარს და პოლიციას უფებამოსილება გაუზარდა.

ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა პრეზიდენტის განკარგულების მიუხედავად ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტონ და “მე ვეუბნები შეიარაღებულ ძალებს: ჭეშმარიტების მომენტი დადგება, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვისთან ხართ, კონსტიტუციასთან თუ მადუროსთან” – თქვა მოწოდებოსას ოპოზიციის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში პრეზიდენტი მადურო აშშ-ს ადანაშაულებს. უცხოური მედია და პოლიტიკოსები ვენესუელაში ქაოსის დამკვიდერბას ცდილობენ – თქვა პრეზიდენტმა. “მადრიდი, მაიამი, ვაშინგტონი ეს ის ცენტრებია, სადაც ყველაფერი იგეგმება, ლობირება ხდება და ფინანსდება. მათი ცენტრი კი ვაშინგტონშია” – განაცხადა მადურომ.

მადურო შეეხო ასევე რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში პრეზიდენტის გადაყენების საკითხს და იმპიჩმენტს “სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც უცხოური სახელმწიფოების დახმარებით ხდება” უწოდა. “ყველგან, სადაც მათ არ შეუძლიათ მართვა, განხეთქილებას თესავენ. ქაოსს ქმნიან. ახლა კი მათ იგივეს გაკეთება უნდათ ვენესუელაში” – განაცხადა მადურომ.

ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ინფლაციის მაღალი დონეა, არ არის საკმარისი პრდუქტები, პირველი მოხმარების საგნების დეფიციტია, მათ შორის ტუალეტის ქაღალდის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ჩავასის გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლას მადურო 2013 წელს 6 წლით აირჩიეს პრეზიდენტად.

banner
წინა სტატიაში„სილქნეტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა ბრენდი Nokia გაყიდა