“ოპოზიციის ბრალდება, დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი საარჩევნოდ მოსყიდვაა, უსაფუძვლოა”

ოპოზიციის ბრალდება, რომ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი საარჩევნოდ მოსყიდვაა, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განსაჯონ და შეაფასონ, რამდენად გულწრფელია ოპოზიცია და რამდენად ზრუნავს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


„შეგახსენებთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში ოპოზიციისგან გვესმოდა ბრლადებები, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა თვითდასაქმებულებზე, სახელმწიფო არ ზრუნავდა სტუდენტებზე, ბავშვებიან ოჯახებზე. ასევე მოვისმინეთ ბევრი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსს.

დღეს უკვე შემუშავებულ, გააზრებულ და კარგად დათვლილ პაკეტს ვთავაზობთ საზოგადოებას.

გახსოვთ, როდესაც ეპიდემია დაიწყო და როდესაც მარტში გვქონდა მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი, როდესაც ჯერ კიდევ პირველი პაკეტი შევთავაზეთ საზოგადოებას, მაშინაც გვესმოდა ოპოზიციისგან არარეალური დაპირებები, არარეალური კრიტიკა და ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ნებისმიერი ჩვენი დაპირება, ნებისმიერი პაკეტი ეფუძნება ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებს, ბუჯეტის პარამეტრებსა და, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო კარგად გათვლილი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული”
შემდეგი სტატიათეა ახვლედიანი-ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნებაა