“ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული”

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2020 15:09

“ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტიაში განიხილავენ, როგორ გამოიყენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაში ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს. კონკრეტულად როგორ ჩამოყალიბდება თავად მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოზიცია, ამას საზოგადოებას მაშინ ვაცნობებთ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2020 15:09