ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ ხელისუფლების მხრიდან ვინ იქნება ჩართული ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ვიცე-სპიკერი ბატონო კახა კუჭავა, ბატონი კობახიძე და ბატონი თალაკვაძე, ეს რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას,“ – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს
შემდეგი სტატიატვ პირველის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა