ტვ პირველის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ტვ პირველის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ტელეკომპანია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო და პროკურატურას ამით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა.

ტვ პირველის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რომ არავინ ტელევიზიაში შეჭრას არ გეგმავს, ეს საფრთხე იქამდე არსებობს, ვიდრე არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი.

თავად ეს დოკუმენტი კი ადვოკატის შეფასებით უკანონო და თავისუფალი სიტყვის შემზღუდველია.

საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.

შეგახსენებთ, 6 მარტს ტვ პირველმა სკანდალური აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო,

banner
წინა სტატიაშიოპოზიციასთან მოლაპარაკებებში პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიაინაშვილი: მოლაპარაკებებზე ისევ ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ