“ოპოზიცია ქვეყანას დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას ჰპირდება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხმების დაცვისთვის მემორანდუმის შემუშავებას ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საერთო არაფერი აქვთ და მხოლოდ დესტაბილიზაციის შექმნა აინტერესებთ.

“33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია. რამოდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდ. მეწარმეა. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახდნენ, ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას,” – ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში“ბრალდების მხარემ დაასაბუთა გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა”
შემდეგი სტატია“მდგომარეობა არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება”