“მდგომარეობა არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. მისი თქმით, პანდემია გრძელდება და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციები შეასრულოს.

“რომ შევაჯამოთ გლობალური და რეგიონალური ეპიდსიტუაცია, მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. პანდემია გრძელდება და ამიტომ, ყველა ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, აუცილებლად გასათვალისწინებელია,”- განმარტა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ბოლო 3 კვირის მანძილზე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, რაც პოზიტიური შედეგია.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1137 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიცია ქვეყანას დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას ჰპირდება”
შემდეგი სტატიაგულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს – ფაშინიანი შატილის ტრაგედიაზე