“ბრალდების მხარემ დაასაბუთა გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა”

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რის გამოც შაქარაშვილის საქმეზე დაკავაებული 11-ვე პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიება კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩა ძალაში. ნამდვილად ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციებს, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებუთ, თუმცა ეს პოზიციები რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იმავეს აცხადებდნენ, რაც წინა პროცესებზე თქვეს. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ყველა მოსამართლის წინაშე დაცვის კონკრეტული წარმომადგენელი აყენებს აცილების შუამდგომლობას. ყველა პროცესზე მოვისმინეთ ჩვენ ასეთი შუამდგომლობები, თუმცა არც ერთი არ იყო დასაბუთებული კონკრეტული არგუმენტებით და ზოგადად, რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ მოსამართლეს არ უნდა მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ, დააკავებულია 11 ადამიანი
შემდეგი სტატია“ოპოზიცია ქვეყანას დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას ჰპირდება”