ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს – ხელისუფლების ოპონენტების საჩივარს ცესკო დღეს განიხილავს

ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიები და საპარლამენტო ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების დროს დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებზე ცესკო-სგან რეაგირებას ითხვენ. ოპოზიციამ სარჩელით სასამართლოსაც მიმართა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კი დღეს ოპოზიციის ერთობლივ საჩივარს განიხილავს.

თვითმმართველობის არჩევნებზე მანიპულაციებსა და ჩარევაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს არჩევნები სამწუხაროდ, არ ასახავს ქართველი ადამიანების, საქართველოში მცხოვრების ნებას. ჩვენ გავასაჩივრებთ შედეგებს, რომელიც გამოცხადდა ცესკოს მიერ, ვინაიდან, ის მანიპულაციები და ინსტრუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირ აისახება შედეგებზე,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ 10 სუბიექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 20 პარტიას, თანხმდება იმაზე, რომ ეს შედეგები არ ასახავს რეალობას.

“თანხმდება იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თანასწორი. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მინიმალურს, მოდით გავხსნათ უბნები, გადავთვალოთ და შევადაროთ გამოცხადებული შედეგები,“ – აცხადებს

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგები პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ იქნა გასაჩივრებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მძიმეა არსებული სიტუაცია” – კახა კალაძე მეტროსადგურ “გურამიშვილზე” იმყოფებოდა
შემდეგი სტატია„იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარზე