„იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარზე

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად გაუფასურებას განაგრძობს, ექსპერტები და ფინანსისტები კი კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეკონომიკური ცვლილებები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ლარი ამ დროისთვის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები კი ნორმაშია.

„ეს დიდწილად დამოკიდებულია მოლოდინებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიც არის ექსპორტის მაჩვენებელი, იმპორტის, ტურიზმიდან მიღებული სახსრები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი და ვფიქრობთ, რომ ლარი უნდა იყოს სტაბილური. იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ქვევით წამოვიდეს ლარის გაცვლით კურსი,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს – ხელისუფლების ოპონენტების საჩივარს ცესკო დღეს განიხილავს
შემდეგი სტატიაგიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს