“ძალიან მძიმეა არსებული სიტუაცია” – კახა კალაძე მეტროსადგურ “გურამიშვილზე” იმყოფებოდა

თბილისის არჩეული მერი დილიდან მეტროში იმყოფება. კახა კალაძე “გურამიშვილის” სადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მოქალაქეებთან ერთად იმგზავრა. მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობა დაათვალიერეს მისი გუნდის წევრებმაც.

კახა კალაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოხდეს მეტროსადგურის რეაბილიტაცია, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კალაძის თქმით, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება, მისი მერობის პერიოდში პრიორიტეტი იქნება.

„ვხედავთ რა მდგომარეობაა მეტროსადგურზე, სადაც არის მოსაცდელი. ძალიან მძიმეა არსებული სიტუაცია, საჭიროებს რეაბილიტაციას. ზოგადად ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის თვითონ მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა ან შეიძლება ვიფიქროთ, ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე, ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა
შემდეგი სტატიაოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს – ხელისუფლების ოპონენტების საჩივარს ცესკო დღეს განიხილავს