ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული – პრემიერი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2019 12:12

ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული – პრემიერი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „რუსთავი2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას – გაყიდოს „რუსთაი2“, ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს, იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება დგას.

ბახტაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული.

„სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ.

მე მინდა გავაკეთო აქცენტი ყველაზე დიდ მონაპოვარზე. ეს არის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება. აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის. საქართველოში მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის განვითარებას,“-ამბობს პრემიერი.

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2019 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics