ვაშინგტონი ჰონგკონგის პოლიციას მოუწოდებს ძალადობისგან თავი შეიკავოს

აშშ ჰონკონგში შექმნილ მდგომარეობას თვალყურს ადევნებს და მხარეებს მოუწოდებს ძალადობისგან თავი შეიკავოს – ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა მას შემდეგ, რაც პოლიციამ და აქციის მონაწილეებმა გუშინ მომხდარი შეტაკების შემდეგ ხისტი პოზიცია დაიკავეს.
“საზოგადოების ინტერესები საუკეთესოდ მაშინ არის დაცული, როცა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები პატივისცემას იმსახურებენ და მისი გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად არის შესაძლებელი. შეერტებული შტატები მხარეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს” – ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა – დაკავებულია 12 პირი
შემდეგი სტატიაოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული – პრემიერი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს