ოფიციალური სირიის განცხადებით, თურქეთს სურს “ისლამური სახელმწიფო” სხვა ტერორისტებით ჩაანაცვლოს

სირიის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ, დღეს დილით თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე დაწყებული სამხედრო ოპერაცია სუვერენიტეტის დარღვევად გამოაცხადა – Reuters-ი წერს.
ოფიციალურ განცხადებაში საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაცია სირიის მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

თურქეთს აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალები ჰაერიდან დაეხმარებიან, რომლებმაც დღეს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს – დღეს, 24 აგვისტოს Reuters-მა გაავრცელა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი საკუთარ მოკავშირეებთან ნატოს ოპერაციის ფარგლებში მოქმედებს.

დღეს დილით, სირიის ტერიტორიაზე, რომლესაც ქურთი ბოევიკები აკონტროლებენ, თურქული ტანკები შევიდნენ.

თურქეთის ლიდერის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, პირველ ყოვლისა, იქითკენ არის მიმართული, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოება გაიზარდოს. ავიადარტყმები განხორციელდება “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთების პოზიციებზე, რომელსაც თურქეთი, ასევე ტერორისტებად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიბოევიკები ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტში შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაიტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა