ბოევიკები ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტში შეიჭრნენ

ავღანეთის დედაქალაქში ბოევიკები ამერიკულ უნივერსიტეტში შეიჭრნენ. ისმოდა სროლის ხმები – Reuters-ი ქვეყნის შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსტრემისტებმა შენობის დატოვებამდე აფეთქებები მოაწყვეს. CBS News-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის უნივერსიტეტში 100-მდე სტუდენტი და მასწავლებელი იმყოფებოდა. ბევრმა შენობა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.
სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ამერიკული უნივერსიტეტი ქაბულში 2004 წელს დაარსდა.

banner
წინა სტატიაშიმედია იტალიაში 84 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას
შემდეგი სტატიაოფიციალური სირიის განცხადებით, თურქეთს სურს “ისლამური სახელმწიფო” სხვა ტერორისტებით ჩაანაცვლოს