ოფიციალური მონაცემებით,დაიღუპა 36 და დაშავდა 147 ადამიანი, ათათურქის აეროპორტში სროლისა და აფეთქებების შედეგად

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში სროლისა და აფეთქებების შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 147 ადამიანი. დაღუპულების რაოდენობის შესახებ ბოლო ცნობების შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების განხორციელებულია.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ყველა რეისი გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტება
შემდეგი სტატიარეჯეპ ტაიპ ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს