რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააქტიურებს. ამის შესახებ ერდოღანმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა დაგმო ტერორისტების ქმედებები, რომლებმაც რამადანის დროს უდანაშაულო ადამიანები დახოცეს.

“წმინდა თვე რამადანის დროს განხორციელებული ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორიზმი დარტყმას რწმენისა და ღირებულებების მიუხედავად ახორციელებს. ვიმედოვნებ, რომ სტამბოლში მომხდარი ტერაქტი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივ ანტიტერორისტულ ბრძოლაში გარდატეხას შეიტანს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმედის შემდეგ მალევე, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

ოფიციალური მონაცემებით, სამი თვითმკვლელის თავდასხმას ათათურქის აეროპორტზე 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 147 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით,დაიღუპა 36 და დაშავდა 147 ადამიანი, ათათურქის აეროპორტში სროლისა და აფეთქებების შედეგად
შემდეგი სტატიაბინალი ილდირიმი: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი “ისლამური სახელმწიფოა”