ოფიციალური ბაქო მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნას აპროტესტებს

ოფიციალურმა ბაქომ პროტესტი განუცხადა თბილისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი გახლდათ აზერბაიჯანის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის მონაწილე და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელთა მკვლელობებში იღებდა მონაწილეობას.
„საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მოსთხოვეს საჭირო ზომები გატარება აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად, რაც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ლეილა აბდულაევამ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბაქოს ოფიციალური პროტესტი გამოხატა.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო «Интерфакс- Азербайджан».

banner
წინა სტატიაში,,მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განჩინების დასაბუთებული ვერსია, მას კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრებთ”
შემდეგი სტატიასაქართველოში გაზაფხულზე, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა