საქართველოში გაზაფხულზე, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2019 20:53

საქართველოში გაზაფხულზე, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა

საქართველოში გაზაფხულზე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად, ალიანსის სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საჰაერო მარშალი სერ სტიუარტ პიჩი უხელმძღვანელებს.

ვიზიტი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დროს შედგება. ეს იქნება სამხედრო კომიტეტის მესამე ვიზიტი საქართველოში. სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2014 წლის თებერვალში და 2017 წლის მარტშიც იმყოფებოდა.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ორგანიზაციის უმაღლესი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება.

კომიტეტის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება.

კომიტეტს საკუთარი წვლილი შეაქვს ალიანსის საერთო სტრატეგიის შემუშავებაში და ამზადებს წლიურ ანგარიშებს ქვეყნების სამხედრო პოტენციალის შეფასების მიზნით.

კომიტეტი აფასებს ორგანიზაციისთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისათვის. სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატო-ს სამხედრო სარდლობებისთვის. კომიტეტი პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2019 20:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics