,,მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განჩინების დასაბუთებული ვერსია, მას კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრებთ”

მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განჩინების დასაბუთებული ვერსია, ბრალდების მხარე კანონით დადგენილი წესით მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის პროკურორმა დავით კიკაჩიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ცნობილია, საქალქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის, მოთხოვნა, რომლის თანახმად ის გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდების მოთხოვნა იყო, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგეშიძეს მუშაობის გაგრძელების უფლება არ ჰქონოდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ გირაოს ნაწილში დააკმაყოფილა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც ბრალდების მხარეს საქმეში აქვს, როგორც პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა, არსებობს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სპორტის სასახლეში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა ფედერაციის პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას შეესწრნენ. ამასთან, საქმეში დევს დაზარალებულ დათუნაშვილის ჩვენებაც.

„ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იყო ის მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვითხოვდით მის პასუხისგებაში მიცემას. ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის უშუალოდ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ასევე დაზარალებული ზურაბ დათუნაშვილის, ამასთან, ვიდოჩანაწერები, სადაც ასახული იყო უშუალოდ ინციდენტი. შსს-მ გამოძიება მოცემულ საქმეზე დაიწყო 2019 წლის 11 იანვარს, როდესაც პირველი შეტყობინება შევიდა საგამოძიებო უწყებაში. ეს დღე გახლავთ ის დღე, როდესაც აღნიშნულ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სპორტის სასახლეში. მას შემდეგ მიმდინარეობდა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც თავად დაზარალებული ზურაბ დათუნაშვილი და არც ბრალდებული თამაზ გეგეშიზე გამოძიებასთან იმთავითვე არ თანამშრომლობდნენ. ანუ საუბარი არის 2019 წლის 22 იანვარზე, როდესაც დაიკითხა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილი, მოჰყვა საგამოძიებო უწყების მიერ მყისიერი რეაგირება, რაც გეგეშიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაში გამოიხატა. გეგა გეგეშიძეს გააჩნია დაზიანებები. მისი განმარტებით, მან დაზიანება მიიღო აღნიშნული ინციდენტის დროს, თუმცა იგი არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, თუ ვისგან მიიღო აღნიშნული დაზიანებები. ბუნებრივია, შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მას ჩაუტარდება“, – განაცხადა დავით კიკაჩეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა ქართული მხარის ინიციატივით გამოცხადდა
შემდეგი სტატიაოფიციალური ბაქო მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნას აპროტესტებს