ოფიციალური აზერბაიჯანი, მუხტარილს თემაზე საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირს პასუხობს

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ, 3 და 4 ივნისს გაკეთებულ ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს უპასუხა და ამასთანავე საქართველოსთან მიმართებითაც ისაუბრა.
,,აზერბაიჯანის სასაზვრო სამსახურმა და პროკურატურის პრესსამსახურმა, 1 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში აფგან მუხტარლის დაკავების შესახებ, მოიყვანა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია. საქართველოს შესაბამისმა უწყებებმაც გააკეთეს ამ თემაზე განცხადებები.
ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად იმ თემის პოლიტიზირება, რომელიც სამართლებრივ სიბრტყეში იმყოფება. ის წრეები, რომლებიც ამ თემის განზრახ პოლიტიზებას ახდენენ და წარუმატებლად ცდილობენ აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენონ, თავიანთ მიზნებს ვერასდროს მიაღწევენ.
ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე… ასევე პრინციპებზე – ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ჩარევის და საკუთარი ტერიტორიის ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არ გამოყენების,, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჰიკმეთ გაჯიევმა.

banner
წინა სტატიაშიერევანში დაზარალებულმა მოქალაქეებმა პრეზიდენტის კორტეჟი გააჩერეს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა ყატარული ,,ალჯაზირა,, დახურა