ერევანში დაზარალებულმა მოქალაქეებმა პრეზიდენტის კორტეჟი გააჩერეს

5 ივნისს, დილის საათებში, ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს შეკრებილმა მოქალაქეებმა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის კორტეჟი გააჩერეს.
სომხური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერევნის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დედაქალაქის ცენტრის რეალიზაციის პროგრამით საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს, კომპენსაციის სახით ბინების დარიგების საკითხში თავს მოტყუებულად გრძნობენ, რის გამოც პრეზიდენტს რეზიდენციაში ეახლნენ, რათა ამ უკნასკნელს მხარი დაეჭირა მათთვის.
როგორც სომხური წყარო იტყობინება, პრეზიდენტ სარგსიანის კორტეჟი რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეების წინ გაჩერდა და მანქანიდან გადმოსული პრეზიდენტი მოსახლეობას თავად გაესაუბრა.
სარგსიანმა პირობა მისცა დაზარალებულ მოქალაქეებს, რომ 2 დღეში გაარკვევდა მათ საკითხს და დახმარებას გაუწევდა… თუმცა მას არ მოეწონა იქვე მყოფი რამდენიმე ტელეკამერა რომელიც იღებდა შეხვედრას და დაზარალებულ მოსახლეობას ჰკითხა – ,,თქვენ მოიყვანეთ ტელევიზიები?,, რაზეც მოქალაქეებმა ურყოფითი პასუხი გასცეს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხტარლისთან ადვოკატი არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაოფიციალური აზერბაიჯანი, მუხტარილს თემაზე საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირს პასუხობს