“ოპერატორმა დაუშვა შეცდომა” – „საძელეს“ საბაგიროზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები

16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელსაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევის პირველად შედეგზე ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, ამოღებული ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით.
„ოპერატორს უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენსაბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. რაც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა, რომლიც ჩვენ გვაქვს, გადაეცემა უკვე შსს-ს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხსიმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს” , – განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ოპერატორი, რომელიც გუდაურის საბაგიროზე მუშაობდა, უკვე ჩამოშორებულია საქმიანობას. მინისტრის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მას მიმართა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

banner
წინა სტატიაშისარეკლამო sms-ის გაგზავნისთვის შესაძლოა კანონი გამკაცრდეს
შემდეგი სტატიათელავის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – შენობაში პოლიცია გამოიძახეს