თელავის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – შენობაში პოლიცია გამოიძახეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაურია. შენობაში პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრება. ადგილობრივები საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველიც. სწორედ ბოტკოველი დაადანაშაულა საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშაძემ სხდომის ჩაშლის მცდელობაში და პოლიცია გამოიძახა.
“გიორგი ბოტკოველი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის გამოყენებით ცდილობსსაკრებულოს სხდომა ჩაშალოს. ჩვენ არ ჩავშლით სხდომას და სიტუაციის გასანეიტრალებლად სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. მიწების და საძოვრების თემას დღის წესრიგში შევიტანთ, თუმცა არა პირველ საკითხად. ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას სხვა საკითხების განხილვის შემდეგ მათ მიერ დაყენებული საკითხის განხილვას ,რაზეც ისინი უარს ამბობენ” აცხადებს თხლაშიძე.