ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დარგის ექპერტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ამ კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

მხარეებმა, ასევე, უსაფრთხოების სფეროში რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების მოდელებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც ექსპერტებმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნეს, ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მხარეებისთვის აზრისა და ხედვების გაზიარებას, ასევე, კრიტიკულ პრობლემებზე უფრო თავისუფალ გარემოში მსჯელობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და კიბერსისტემების დაცულობის საკითხების განხილვისას საერთო კონსენსუსის მისაღწევად.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაცის უფროსი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისახელმწიფო საგარეო ვალი 31.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა