სახელმწიფო საგარეო ვალი 31.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა

2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი, რაც 31.9 მლრდ ლარია და შეადგენს მშპ-ს 61.3%-ს – ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გადააჭარბა თავისუფლების ეკონომიკური აქტით განსაზღვრულ 60%-იან ლიმიტს. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 24.3 მლრდ ლარი, რაც მშპ-ს 46.8%-ია

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან საგარეო ვალს, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია.

მთლიან საგარეო ვალში შედის, როგორც სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი), ასევე კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალი.

აქედან კერძო სექტორის ჯამურ ვალი $10.6 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის უშუალოდ საბანკო სექტორის საგარეო ვალი – $4.4 მილიარდი ლარი.

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში საქართველოს მოუწევს დასახოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება საგარეო ვალი ქვევით ჩამოიყვანოს.

დეკემბერში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა საგარეო ვალის შესახებ საუბრისას თქვა, რომ განახლებული ბიუჯეტით საგარეო ვალი მშპ-ს 57%-ზე უნდა ჩამოვიდეს. მეორეს მხრივ, სახელმწიფო კომპანიები წლიდან წლამდე ზარალიანობით გამოირჩევიან, რაც კიდევ უფრო ართულებს ნიშნულის ქვემოთ ჩამოწევას, მაგალითად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, 2018 წელს – 816 მილიონი ლარი.

banner
წინა სტატიაშიდედა სოსანა: მეუფე სტეფანეს მობილურის წართმევა უნდოდა – ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ