“Open Media” ჰაბი აცხადებს ახალ კონკურსს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ბელორუსისთვის

“Open Media” ჰაბი აცხადებს ახალ კონკურსს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ბელორუსისთვის.

 

სასწრაფოდ გასავრცელებლად

9 ივლისი, ბრიუსელი, 2018

 

 

საგამოძიებო რეპორტაჟები

სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, რუსეთიდან.

 

Open Media ჰაბი აცხადებს კონკურსს ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან – სამაუწყებლო და ონლიან მედიას ვთავაზობთ, წარმოადგინონ საგამოძიებო რეპორტაჟები თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია მათ ქვეყნებში: კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები…

 

შერჩეულ კანდიდატურებს პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად სამომავლოდაც შევთავაზებთ თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები  ევროპულ მედიას  შემოდგომაზე ბერლინში წარუდგინონ. ამით რეპორტაჟების დაფინანსების შესაძლებლობაც გაიზრდება.

 

გთავაზობთ, მოგვაწოდოთ წინადადებები:

 

– მაუწყებლებისთვის: 12 წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო;

– ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი;

– სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

 

საგრანტო წერილის ფორმა ღია მედიაჰაბისთვის შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

 

  • საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინ სააგენტოები);
  • ჟურნალისტური ორგანიზაციები (ასოციაციები, ფონდები), თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ;
  • აუდიო-ვიზუალური პროდაქშენები;
  • ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზემოთ აღნიშნული ორგაზაციების სახელით.

 

გამონაკლისი: კონკრეტულ შემთხვევებში ღია მედიაჰაბს შეუძლია, რომ ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. ამ შემთხვევებში არ იქნება აუცილებელი, რომ მონაწილე წარმოადგენდეს რომელიმე მედიასაშუალებას. შესაბამისად, თუკი კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა აუდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა.

 

ბიუჯეტი:

 

მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროპორციული იქნება კონკრეტული ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტის საბაზრო ფასებთან.

 

დაფინანსება მოხდება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8.000 ევროთი.

–  ონლაინ მასალა, Long Read – მაქსიმუმ 1.500 ევრო.

– 12 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის 3 პროდუქტი + 1 ონლაინ მასალა, Long Read: 5.000 ევრო.

–  26 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 4.500 ევრო.

–  52 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 8.000 ევრო.

 

მისაღებია რამდენიმე წინადადება ერთი და იგივე აპლიკანტისგან, ღია მედიაჰაბის გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

 

აპლიკაცია:

ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებულ ონლაინ ფორმასთან ერთად.

რეგისტრაციის ვადა:

19 აგვისტო, 2018

 

შედეგების გამოქვეყნება:

17 სექტემბერი, 2018.

 

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება სწრაფად, არა უგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.

 

 

ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ: (www.openmediahub.com/opencalls/FAQs) მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებს: www.openmediahub.com/opencalls

შეკითხვებით მოგვმართეთ აქ: productionsupporteast@thomsonfoundation.org

 

აპლიკაცია შეავსეთ აქ ინლისურად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ქართულად, რუმინულად, უკრაინულად.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ვეხმარები როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს ქუთაისში წარადგენს