არჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ვეხმარები როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას

საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ვეხმარები როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა პროექტის „დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე“ ფარგლებში იმართება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ არენაზე დღეს მთავარი კითხვაა, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური. პასუხის არგაცემით მე დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს – იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთ შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განვაცხადო, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში იქნება ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი.

„ერთი მხრივ, მე ვეხმარები „ქართულ ოცნებას“, რომ ძალიან სუსტი კანდიდატი არ დააყენონ, მეორე მხრივ, ვეხმარები ოპოზიციას, რადგან ესენიც ვერ ჩამოყალიბდნენ. მუდმივად ჩემ კრიტიკაში არიან. ერთ კანდიდატი, როგორ ვერ შექმნეს. ვეხმარები ოპოზიციას, რომ ჩემს ზურგს უკან არ იყვნენ ამოფარებული, დაასახელონ, გააპიარონ, პოლიტიკური პროცესი დაიწყონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ნიშნავს გავიაზროთ ეს გზა და დასახულ მიზანს მივაღწიოთ შეთანხმებებით და კომპრომისებით
შემდეგი სტატია“Open Media” ჰაბი აცხადებს ახალ კონკურსს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ბელორუსისთვის