„ომეგა ჯგუფის“ საქმე და მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი – ივანიშვილი ბიზნესისთვის ჯარიმის მოხსნაზე გადაწყვეტილებას პირადად იღებდა

ახალი მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრემიერი ხალხის ფულს, ათეულობით მილიონს, მასთან დაახლოვებულ ბიზნესებს პატიობს.

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესისთვის საბიუჯეტო თანხის ჩამოწერასა და ჯარიმის მოხსნაზე გადაწყვეტილებას პირადად იღებდა. ამ ინფორმაციას „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ფარულ ჩანაწერში უყვება.

ფარულ ჩანაწერში ირაკლი ჩუბინიშვილი ყვება, რომ ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში “თბილისის თამბაქოს” 26 მილიონი ლარით დაჯარიმება იგეგმებოდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა, ივანიშვილი ქუმსიშვილს დაუპირისპირდა და გადაწყვეტილება შეიცვალა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული აუდიოჩანაწერები დაპირისპირების მიზეზი გახდა დეპუტატ ნატო ჩხეიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

ოპოზიციისთვის დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ელიტური კორუფცია ქვეყანაში სისტემური პრობლემაა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე კითხვის ნიშნები პრეზიდენტს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქვს.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ოპოზიცია პარლამენტში ფინანსთა მინისტრს იბარებს. მივა თუ არა ვანო მაჭავარიანი პარლამენტში, ცნობილი არ არის. მინისტრს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო
შემდეგი სტატიაქართული ფული რუსული კომპანიის ანგარიშზე – სად ირიცხება ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი