ოლეგ სენცოვს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა დაეწყო

უკრაინელი რეჟისორის მდგომარეობა გართულდა – ამის შესახებ სენცოვის დამ ნატალია კაპლანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა,სადაც ის ძმისგან მიღებულ წერილს ციტირებს

“ახლა ამას დაემატა ჰიპოქსია – ეს ორგანოებში ჟანგბადის უკმარისობაა, ძირითადად, გულსა და ტვინში. თავში ბურუსი მაქვს, ყველაფერი მოძრაობს, სხეული, თავი და კიდურები შეშდება” – წერს ოლეგ სენცოვი.

უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია გუშინ მისმა ადვოკატმაც გაავრცელა.

ადვოკატის ინფორმაციით,სენცოვი 119-ე დღეა შიმშილობს

,,კოლონიის თანამშრომლები ყოველდღიურად “მონოტონურად არწმუნებენ” პატიმარს შიმშილობა შეწყვიტოს.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. კოლონია შეშფოთებულია, რადგანაც ის უკვე დიდი ხანია შიმშილობს, ორგანიზმში ცვლილებები მიდის, რომელიც უკვე შეეხო გულსისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლს, თირკლმებს. ეს იმ თერაპიის ფონზე მიდის, რასაც მას უტარებენ, მაგრამ ადრე თუ გვიან კრიზისი დადგება” – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის მიერ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენცოვს კოლონია სთხოვს ხელი მოაწეროს შეწყალებას, “რადგანაც მისი და სხვა პოლიტპატიმრების უკრაინაში დაბრუნების პოლიტიკური გზები ამოწურულია”, მაგრამ რეჟისორი შეწყალებაზე ხელს არ აწერს.

გარდა ამისა, ციხის თანამშრომლები რეჟისორს პერიოდულად აშინებენ იმით, რომ მის ძალით კვებას დაიწყებენ, თუმცა, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშივუდვორდის წიგნი “შიში.ტრამპი თეთრ სახლში” გაყიდვაშია
შემდეგი სტატიაივანიშვილს უნდა საქართველოს ნარკოჰაბად ქცევა,რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად