ოლანდმა რუსეთ-თურქეთს შორის ომის რისკებზე ისაუბრა

ოლანდმა რუსეთ-თურქეთს შორის ომის რისკებზე ისაუბრა

siria-dabombvaსაფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ომის რისკი არსებობს – Reuters-ი წერს.
“საუბარია ღია საბრძოლო სივრცეზე და არა ირიბზე” – განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, მოსკოვმა უარი უნდა თქვას ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე. ოლანდის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერიოს კონფლიქტში და მიიღოს ზომები იმისათვის, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. “თურქები არ უნდა ატარებდნენ ომს იქ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, რუსეთს კი უფლება არა აქვს ტერორისტების დაბომბვის საბაბით ასადი დაიცვას” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დაზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ყველა მეუბნება, რომ 1990-იანი წლების მერე ასეთი გაჭირვებული საზოგადოება არ ახსოვთ