ირაკლი ალასანია: ყველა მეუბნება, რომ 1990-იანი წლების მერე ასეთი გაჭირვებული საზოგადოება არ ახსოვთ

ირაკლი ალასანია

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებს დღეს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შეხვდა. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას არსებული პრობლემები გამოკითხა.

მოვაჭრეების თქმით, მთავარი სირთულე მათთვის კლიენტების არარსებობა და ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის შეჩერებული ვაჭრობაა, რასაც თან გარემოვაჭრეების პრობლემა ერთვის.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პარტიის ლიდერის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობაა.

„ყველა მეუბნება, რომ 1990-იანი წლების მერე ასეთი გაჭირვებული საზოგადოება არ ახსოვთ. პრაქტიკულად მყიდველი არ არის შემოსული. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალში ფული არ არის. მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს 25 წლის განმავლობაში ფულს მთელს ქვეყანაში. ეს პრობლემები ჯაჭვივით არის აცმული და მთავრობა ერთმანეთის ჭამასა და გინებაში ხარჯავს დროს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა რუსეთ-თურქეთს შორის ომის რისკებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიატიმოშენკომ იაცენიუკის გადაყენებასთან დაკავშირებით კენჭისყრას “ცირკი” უწოდა