თეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დაზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები

როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რომ ჰააგის გამოძიება წმინდად სამართლებრივი პროცედურაა და მას ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაზიანებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში ომის დროს მომხადრია ქართველთა ეთნიკური წმენდა.
“ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, რომ ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დაზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან როგორც ფატუ ბენსუდამ და მისმა ოფისმა მრავალჯერ განაცხადეს, ისინი დაეყრდნობიან მხოლოდ მტკიცებულებებს და ჩვენი გადასახედიდან, ეს მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოში მომხადრია ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა. აქედან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, რომ ამ გამოძიებას ხელი შევუწყოთ, რომ ეს უკვე მტკიცებულებების დონეზე, საერთაშორისო დონეზე დამტკიცდეს და ჩვენმა მსხვერპლებმა, როგორც ბატონმა მოჩოჩოკომ განაცხადა, იხილონ მართლმსაჯულება, რომელმაც უნდა აღადგინოს შესაძლებისდაგვარად მათი უფლებები. ბოლომდე კი მათი უფლებები მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით – აფხაზები, ოსები, ქართველები და ვიცხოვრებთ იმ ერთიან ქვეყანაში, სამშობლოში, რომელსაც საქართველო ჰქვია”, – განაცხადა წულუკიანმა.

ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პარლამენტს დაავალა, რუსეთის დუმამ საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდი აღიაროს. ამის შესახებ მან ხალხისა და ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფრთხე ბოლომდე არ მოხსნილა.

“გარკვეული პოლიტიკური ძალები კვლავინდებურად განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას თავის რევანშისტულ სწრაფვაში. მათი მხრიდან არ მთავრდება უახლესი ისტორიის აშკარა ფაქტების ფალსიფიცირება”, – განაცხადა თიბილოვმა და ამის მაგალითად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება დაასახელა. მისი თქმით, ცდილობენ, რომ აგრესორად წარმოაჩინონ რუსეთი და არა საქართველო.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი პრემიერის გამარჯვება ბრიუსელში
შემდეგი სტატიაოლანდმა რუსეთ-თურქეთს შორის ომის რისკებზე ისაუბრა