ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ასლან ბჟანიას მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ივლისიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვენ.

გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განაცხადა. მარიონეტული რეჟიმის მოწინააღმდეგე ე.წ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მიუნხენის ლაბორატორიამ ბჟანიას ორგანიზმში ვერცხლისწყლის მომატებული მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაშიასეთი განცხადებების გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს – ნუგზარ წიკლაური ნიკა მელიაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ გამიმყარდა განცდა, რომ საჭიროა ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება – ეკა ბესელია შუალედურ არჩევნებს აფასებს