ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე იტყობინება, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი.
ე.წ. კომიტეტის ცნობით, სოფელ დმენისის მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქესთან საუბარში გაიგო, რომ ის ცხინვალის ავტოსადგურში აპირებდა ჩასვლას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება მისი სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ქართული ოცნებას უნდა მთელი საარჩევნო სისტემა სათავისოდ მოირგოს
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება